06 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
ვაშინგტონი თურქეთის ხელისუფლებას სირიის ჩრდილოეთ რეგიონში შექმნილი ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს

ვაშინგტონი თურქეთის ხელისუფლებას სირიის ჩრდილოეთ რეგიონში შექმნილი ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერის განცხადებით, ამერიკის ხელისუფლება შეშფოთებულია თურქეთის ქმედებებით აფრინის რეგიონში.

ჰიზერ ნოიერტი აღნიშნავს, რომ ოფიციალურ ანკარასთან რეგიონში არსებული დაძაბულობის განმუხტვის საკითხზე მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს.

აფრინში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია იყო თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის მთავარი თემაც.

ბოლო ინფორმაციით, სირიის ჩრდილოეთით მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში, თურქეთის სამხედრო ძალებმა 260-ზე მეტი ქურთი მებრძოლი და ISIS-ის წევრი მოკლეს.

დღის ამბები