06 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
აფეთქებები ლიბიის ქალაქ ბენღაზიში - არიან დაღუპულები

სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა აფეთქებების შედეგად ლიბიის ქალაქ ბენღაზიში. მანქანა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული, ადგილობრივი მეჩეთის შესასვლელთან საღამოს ლოცვის დასრულების შემდედგ აფეთქდა.

მას შემდეგ კი, რაც ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების მანქანები იყო მობილიზებული, თავდასხმის ადგილიდან რამდენიმე მეტრში, მეორე ძლიერი აფეთქება მოხდა.

დაღუპულთა შორის სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. მომხდარზე პასუხისმგებლომა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები