06 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
ბელგიის ქალაქ გენტში სამართალდამცველებმა მორიგი თავდასხმა აღკვეთეს

სროლის ხმა ისმოდა გუშინ ბელგიის ქალაქ გენტში, სადაც სამართალდამცველებმა მორიგი თავდასხმა აღკვეთეს. შემთხვევა ადგილობრივი რკინიგზის სადგურზე მოხდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, დანით შეიარაღებული მამაკაცი სადგურის შენობაში შესვლისთანავე პოლიციის თანამშრომლებს დაემუქრა. ის სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც პოლიციამ თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა.

მამაკაცი, რომლის ვინაობას ამ დრომდე არ ასაჯაროებენ, კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები