06 ოქტომბერი 2024,   10:35
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი სირიაში სამთავრობო ძლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. განცხადება ამის შესახებ რექს ტილერსონმა პარიზში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც 24 ქყვეყნის წარმომადგენელმა, ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობა ჩამოაყალიბა.

ამერიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ასადის რეჟიმის მხარდაჭერით, რუსეთმა ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ საერთაშორისო კონვენციას უღალატა.

რექს ტილერსონი 2 დღის წინ დამასკოს მახლობლად მომხდარ ქიმიურ თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დგას თავდასხმის უკან, პასუხისმგებლობა საბოლოო ჯამში რუსეთს ეკისრება. 

დღის ამბები