06 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ფონდის ოფისზე თავდასხმა მოხდა

ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ფონდის ოფისზე თავდასხმა მოხდა. შეიარაღებულმა პირებმა შენობის შესასვლელთან ჯერ ბომბი ააფეთქეს, შემდეგ კი ოფისში შეიჭრნენ.

ამ დროისთვის მათ წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ოფისთან სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის.

ბოლო მონაცემებით, 11 ადამიანი დაშავდა, დაღუპულთა შესახებ კი ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

უცნობია თავდამსხმელთა ვინაობა. სავარაუდოდ, ისინი ”თალიბანის” მებრძოლები არიან.

საერთაშორისო ფონდი Save the children ავღანეთში განათლებისა და ჯანდაცვის პროექტებს ახორციელებს.

დღის ამბები