06 ოქტომბერი 2024,   10:35
ვრცლად
პარიზში მაღალი მოდის კვირეულმა "დიორისა" და "შანელის" უახლეს კოლექციებს უმასპინძლა

პარიზში მაღალი მოდის კვირეული გრძელდება. "დიდი სასახლის" საგამოფენო დარბაზმა ამჯერად "დიორისა" და "შანელის" მოდის სახლების უახლეს კოლექციებს უმასპინძლა.

იტალიურმა ბრენდმა წლევანდელი ნამუშევრებისთვის თემად სურეალიზმი შეარჩია და შავ თეთრ ვიქტორიანულ კოსტიუმებს აქსესუარის სახით ნიღბები შეუხამა.

დარბაზიც ჭადრაკის გიგანტური დაფის დეკორაციებით იყო გაფორმებული. "შანელის" მოდის სახლმა კი, ღია ფერებზე გააკეთა არჩევანი და ჩვენებისთვის დარბაზი ვარდებით გააფორმა.

გარემო ისე იყო მოწყობილი, რომ მოდელებსაც და სტუმრებსაც ყვავილების ბაღში სეირნობის განცდა გაუჩნდათ.

დღის ამბები