06 ოქტომბერი 2024,   10:34
ვრცლად
ბენღაზის ტერაქტების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 30-ს გადააჭარბა

ბენღაზის ტერაქტების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 30-ს გადააჭარბა. ორი დანაღმული მანქანა, ნახევარსაათიანი ინტერვალით, მეჩეთთან აფეთქდა. პირველი აფეთქება მეჩეთში ლოცვის დასრულების შემდეგ მოხდა, მეორე ასაფეთქებელი კი, მას შემდეგ აამოქმედეს, რაც ადგილზე სამართალდამცველები და სამაშველო ჯგუფები მივიდნენ.

ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 33 ადამიანი, 70-ზე მეტი დაშავებული კი, საავადმყოფოებშია გადაყვანილი. დაღუპულთა შორის არიან სამხედროები, მაღალჩინოსნები და მშვიდობიანი მოქალაქეები.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები