06 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
სარკინიგზო კატასტროფა იტალიაში - გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 100-მდე ადამიანი

სარკინიგზო კატასტროფას იტალიაში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა მილანიდან 40 კილომეტრის დაშორებით მოხდა. სამგზავრო მატარებელი, რომელიც ქალაქ კრემონადან მილანში მიემგზავრებოდა, ლიანდაგიდან გადავიდა.

ავარიის შედეგად დაშავდა ასამდე ადამიანიც, 10 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ადგილზე მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც ავიაციაცაა ჩართული.

გამოძიების წინასწარი ვერსიით, კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ვაგონების გადაბმის მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლა გახდა.

დღის ამბები