06 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
უკრაინული ტელეკომპანია „ზიკის“ გენერალური პროდიუსერი რადას დეპუტატის მხრიდან მუქარაზე საუბრობს

უკრაინული ტელეკომპანია „ზიკის“ გენერალური პროდიუსერი რადას დეპუტატის მხრიდან მუქარაზე საუბრობს. ნატაშა ვლაშჩენკოს თქმით, ინციდენტი ეთერში იურისტთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილესთან, ანდრეი პორტნოვთან ინტერვიუს გასვლამდე მოხდა.

ვლაშენკო აცხადებს, რომ მას ტელეფონით დაუკავშირდა დეპუტატი „სახალხო ფრონტიდან“ ანტონ გერაშენკო და უთხრა, რომ ინტერვიუს ეთერში გასვლის შემთხვევაში მას პრობლემები შეექმნებოდა და დაცვა დასჭირდებოდა.

ტელეკომპანია „ზიკის“ გენერალური პროდიუსერი სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან ტელეარხზე მომხდარი ზეწოლის გამოძიებას მოითხოვს.

დღის ამბები