21 დეკემბერი 2024,   20:20
ვრცლად
ბიბილოვის შეხვედრა იყო არაოფიციალური, რაც დამიდასტურა სერბეთის პატრიარქმა - იოსებ ნანობაშვილი

„ის, რომ შეხვედრა იყო არაოფიციალური, როგორც პირად საუბარში, ასევე, ოფიციალურად დამიდასტურა სერბეთის პატრიარქმა მე,“ - ეს განცხადება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთში, იოსებ ნანობაშვილმა სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის სერბეთში ვიზიტის შეფასებისას გააკეთა.

ანატოლი ბიბილოვი სერბეთში პატრიარქს შეხვდა. აღნიშნული ფაქტის შესახებ კი, საბერძნეთში საქართველოს საელჩომ საქართველოს საპატრიარქოს აცნობა.

„ქალბატონმა პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ასეთი უსიამოვნო ინტერესები ეწინააღმდეგება სერბეთის ეროვნულ ინტერესებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, საუბარიც არ არის რაიმე სახის ოფიციალურ შეხვედრაზე. თუმცა, ისინი ყოველი ასეთი ინცინდენტის აღმოჩენისას დაგმობენ ამგვარ ფაქტებს,“ - აცხადებს იოსებ ნანობაშვილი.

სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე თბილისში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. მაია გოიკოვიჩი უკვე შევხდა ირაკლი კობახიძეს და ცოტა ხანში საპატრიარქოში გადაინაცვლებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები