05 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
ამჟამად სტრასბურგის სასამართლო საქართველოსთან დაკავშირებით 1924 განაცხადს განიხილავს

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გასული წლის შედეგები შეაჯამა. დღეს გამოქვეყნდა ანგარიში და სტატისტიკა იმ საქმეებზე, რომლებიც ევროპულმა სასამართლომ 2017 წელს განიხილა.

დოკუმენტის თანახმად, საჩივრების რაოდენობა 19 პროცენტით გაიზარდა, განაცხადების უმეტესობა უწყებაში თურქეთის წინააღმდეგ შევიდა. რაც შეეხება საქართველოს, განაცხადების რაოდენობა 74-დან 89-მდე გაიზარდა. 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოსთან დაკავშირებით 12 გადაწყვეტილება გამოიტანა და აქედან 9-ში თითო დარღვევა აღმოჩნდა.

სტატისტიკის მიხედვით, ამჟამად სტრასბურგის სასამართლო საქართველოსთან დაკავშირებით 1924 განაცხადს განიხილავს.


დღის ამბები