06 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
დონალდ ტრამპი პალესტინას ფინანსური დახმარების შეწყვეტით დაემუქრა

დონალდ ტრამპი პალესტინას ფინანსური დახმარების შეწყვეტით დაემუქრა. განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დავოსში, ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამი ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

დონალდ ტრამპმა პალესტინური მხარე უპატივცემულობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სანამ პალესტინური მხარე მოლაპარაკებების მაგიდას არ დაუბრუნდება, ვაშინგტონი მათ დახმარებას აღარ გაუწევს.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საკითხი მოლაპარაკებების თემა აღარ იქნება. შეერთებუილი შტატების პრეზიდენტის ეს განცხადება პალესტინურმა მხარემ უკვე დაგმო.

დღის ამბები