06 ოქტომბერი 2024,   10:34
ვრცლად
კორეის ქალაქ მირიანში საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა - არიან დაღუპულები

სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა ძლიერ ხანძარს სამხრეთ კორეის ქალაქ მირიანში. ცეცხლი ადგილობრივ საავადმყოფოში დილის 7 საათზე გაჩნდა, როდესაც შენობაში 200-ზე მეტი პაციენტი და სამედიცინო პერსონალი იმყოფებოდა.

დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი. მეხანძრეები ცეცხლს 3 საათის განმავლობაში ებრძოდნენ. სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, პაციენტების უმეტესობის დროულად ევაკუაცია მოხერხდა.

ამ დრომდე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები. 

დღის ამბები