06 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში ჩქაროსნულ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

ძლიერი ხანძარი იყო ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში მდებარე რკინიგზის სადგურზე, სადაც ცეცხლი ჩქაროსნულ მატარებელს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო 17 სახანძრო ბრიგადა.

სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, ხანძრის დროს მატარებელში მგზავრები აღარ იმყოფებოდნენ. მათ ვაგონები მას შემდეგ დატოვეს, რაც დაკვამლიანება შენიშნეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები