06 ოქტომბერი 2024,   10:36
ვრცლად
წყალდიდობის გამო პარიზის შემოგარენში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს

სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს პარიზის შემოგარენში, სადაც მდინარე სენაში წყლის დონის მატებას, ქუჩებში წყალდიდობა მოჰყვა. დატბორილია სახლების პირველი სართულები. სტიქიის ზონიდან მაშველებს მოსახლეობა გასაბერი ნავების საშუალებით გამოჰყავთ.

მდინარე ნაპირებიდან საფრანგეთის დედაქალაქის ზოგიერთ უბანშიც გადმოვიდა, რის გამოც შეზღუდულია საავტომობილო მიმოსვლა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სარკინიგზო სადგურების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

სინოპტიკოსების პროგნოზი უახლოესი დღეების განმავლობაში არადამაიმედებელია. 

დღის ამბები