06 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
დონალდ ტრამპმა ივნისში სპეც პროკურორის დათხოვნის ბრძანება გასცა - "The New York Times"

დონალდ ტრამპმა გასული წლის ივნისში, სპეც პროკურორის, რობეტ მიულერის დათხოვნის ბრძანება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა "The New York Times", რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რობერტ მიულერი შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის გარემოცვის, წინასაარჩევნო პერიოდში რუსეთთან კავშირებს იძიებს.

გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა მხოლოდ მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც თეთრი სახლის ადვოკატმა იუსტიციის დეპარტამენტისთვის შესაბამისი მითხოვნის გადაცემაზე უარი თქვა და განაცადხადა, რომ მსგავს შემთხვევაში თავად დატოვებს სამსახურს.

თეთრ სახლში პუბლიკაციასთან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

დღის ამბები