06 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
სამხრეთ კორეაში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა

სამხრეთ კორეაში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 41-მდე  გაიზარდა. ქალაქ მირიანში საავადმყოფო დაიწვა. ცეცხლი კლინიკის სასწრაფო დახმარების განყოფილებაში დილის 7 საათზე გაჩნდა და მალევე მთელს შენობას მოედო.

მაშველების ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს კლინიკაში 200-ზე მეტი პაციენტი და სამედიცინო პერსონალი იმყოფებოდა. დაშავებულია 80-მდე ადამიანი, მათგან 9 უმძიმეს მდგომარეობაშია.

ცეცხლის ჩასაქრობად მეხანძრეებს თითქმის 2 საათზე მეტი დასჭირდათ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. დამწვარ შენობაში საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები