06 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
"ნაბუმ" უკრაინელი ოლიგარქის, ვიტალი კროპაჩევის ოფისსა და ბინაში ჩხრეკა ჩაატარა

უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა უკრაინელი ოლიგარქის, ვიტალი კროპაჩევის ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

კროპაჩევი ქვანახშირის სექტორის არაოფიციალურ კურატორად მიიჩნევა. კიევის ოფისის გარდა, "ნაბუმ" მისი ორი ავტომობილიც შეამოწმა და საცხოვრებელი ბინაც გაჩხრიკა.

ოპერაციის დეტალები უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, რეიდი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩატარდა. ამ საქმეში კი, სამი კომპანია ფიგურირებს, რომლებიც საგადასახადო დეკლარაციებს კროპაჩევის ოფისის მისამართიდან აგზავნიდნენ.

ვიტალი კროპაჩევის გარემოცვა ჩხრეკას ენერგოგიგანტის "დეტეკის" ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებას უკავშირებს. “დეტეკის“ მფლობელი კი, უკრაინელი ოლიგარქი რინატ ახმეტოვია.

დღის ამბები