06 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
რუსეთის საგარეო უწყება აშშ-ის მიერ სანქციების გაფართოებას "უსაფუძვლოს" უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალური ვაშინგტონის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს "უმწეობის დემონსტრირებას" უწოდებს.

ლავროვის უწყების შეფასებით, შეერთებულ შტატებში ვერაფრით დააღწიეს თავი ილუზიას, რომ რუსეთის შეშინება ამერიკის ვიზებზე უარის თქმით ან სავაჭრო შეზღუდვებით შეიძლება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ შეერთებული შტატებისთვის მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების უსაფუძვლო კამპანიის ერთადერთი შედეგი ფინანსური დანაკარგია.

უკრაინის კრიზისის გამო, ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა.

შავ სიაში დამატებით 21 ადამიანი და 9 კომპანია შევიდა, მათ შორის ერთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთშია დარეგისტრირებული.

დღის ამბები