06 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
ჩეხეთში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება

ჩეხები პრეზიდენტს ირჩევენ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ორი კანდიდატი - ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, მილოშ ზემანი და მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი, ირჟი დრაგოში უპირისპირდებიან.

პირველ ტურში პრეზიდენტ ზემანს, რომელიც რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას ატარებს, მოსახლეობის 38%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი. პრო-ევროპელ კანდიდატს კი ელექტორატის 27% მიემხრო.

არჩევნების მეორე ტური პარასკევს საღამოს დაიწყო.

კანონის თანახმად, კენჭისყრა დღეს დღის პირველ ნახევარში დასრულდება. გამარჯვებულის ვინაობას, რომელიც ჩეხეთს 5 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს, უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში დაასახელებენ.

დღის ამბები