25 აპრილი 2024,   08:44
ვრცლად
გაუგებარია ხმაური და აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, რაც ახალაიამ თავისი განცხადებით გააკეთა - ზვიად ქორიძე

"ცოტათი გაუგებარი იყო გუშინდელი ხმაური და აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, რაც ბატონმა ბაჩანა ახალაიამ თავისი განცხადებით გააკეთა იმიტომ, რომ, თუ მას არ სურს შეწყალება, ის უფლებამოსილია, არ მოაწეროს ხელი იმ მოთხოვნაზე, რომელიც მას მიუვა და შესაბამისად, შეწყალების კომისია ამ საკითხს არ განიხილავს,“ - ამის შესახებ შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ, ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით განაცხადა.

შეწყალების კომისიაში განმარტავენ, რომ საქართველოს პრეზიდენტს ომის ვეტერანთა და ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების შეწყალების თხოვნით გენერალმა გოგი თათუხაშვილმა მიმართა. დოკუმენტაცია 17 პატიმრის შესახებ, რომელთა შორის ბაჩო ახალაიაც არის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გადააგზავნა.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის თქმით, ვინაიდან ბაჩო ახალაია შეწყალების დოკუმენტაციას ხელს არ აწერს, ავტომატურად, მისი გვარი შეწყალების მსურველთა სიიდან მოიხსნება.

„მოქალაქემ მიმართა პრეზიდენტს, რომ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სამხედრო პირები, რომლებიც საპატიმრო დაწესებულებებში იმყოფებიან, ყოფილიყვნენ შეწყალებულები. მათი სია იყო ჩამოთვლილი ამ განცხადებაში,“ - აღნიშნა ქორიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები