06 ოქტომბერი 2024,   10:36
ვრცლად
ჩეხეთის პრეზიდენტის არჩევნებში პრორუსმა კანდიდატმა გაიმარჯვა

ჩეხეთის მოქმედმა ლიდერმა პრეზიდენტის პოსტი შეინარჩუნა. ქვეყანას მომდევნო 5 წლის განმავლობაში კვლავ მილოშ ზემანი უხელმძღვანელებს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მან ხმების 52% მოაგროვა, ზემანის კონკურენტს კი ამომრჩევლის 47% მიემხრო.

მეცნიერებათა აკადემიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ირჟი დრაგოშმა, შედეგების გამოქვეყნებისთანავე აღიარა არჩევნებში დამარცხება.

ჩეხეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია პრაღაში 8 მარტს გაიმართება.

მილოშ ზემანი ანტისაემიგრაციო პოლიტიკით გამოირჩევა და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შენარჩუნებას ეწინააღმდეგება. არჩევნების გამარჯვება ერთ-ერთმა პირველმა მას სწორედ ვლადიმერ პუტინმა მიულოცა.

დღის ამბები