06 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
დღეს რუსეთში, ალექსეი ნავალნის ორგანიზებით, მასშტაბური საპროტესტო აქციები იგეგმება

დღეს რუსეთში, ალექსეი ნავალნის ორგანიზებით, მასშტაბური საპროტესტო აქციები იგეგმება. ოპოზიციის ლიდერი მოსახლეობას 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებს.

აქციების ჩატარების უფლება ორგანიზატორებს ხელისუფლებამ რამდენიმე ქალაქში მისცა, თუმცა მოსკოვსა და პეტერბურგში მსვლელობის გამართვაზე უარი უთხრა.

აქციებამდე ალექსეი ნავალნიმ პოლიციის მხრიდან ზეწოლაზეც გააკეთა განცხადება.

მისი თქმით, სამართალდამცველები მათ ოფისებს ჩხრეკენ და აქტივისტებს მასობრივად აკავებენ.

საპროტესტი აქციების ორგანიზების შესახებ კანონის დარღვევისთვის ალექსეი ნავალნი ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთში სამჯერ გაასამართლეს და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს. 

დღის ამბები