06 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
თურქეთი აფრინის რეგიონში 400-მდე ქურთი მებრძოლის ლიკვიდაციის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას

თურქეთის ხელისუფლება სირიის აფრინის რეგიონში 400-მდე ქურთი მებრძოლის ლიკვიდაციის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, მხოლოდ ბოლო 24 საათში თურქეთის არმიამ რეგიონში 42 სამიზნე გაანადგურა. საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და მისმა მოკავშირე სირიის თავისუფლების არმიამ, საერთო ჯამში, 20 ჯარისკაცი დაკარგეს.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, საჭიროების შემთხვევაში, სახმელეთო ოპერაციის იდლიბის პროვინციამდე გაფართოებასაც არ გამორიცხავს.

დღის ამბები