21 დეკემბერი 2024,   19:35
ვრცლად
სირიაში თურქეთის სამხედრო ინტერვენციას ევროპის ქვეყნებში მცხორები ქურთები აპროტესტებენ

სირიაში თურქეთის სამხედრო ინტერვენციას ევროპის ქვეყნებში მცხორები ქურთები აპროტესტებენ.

აქციები ერთდროულად საფრანგეთსა და გერმანიაში გაიმართა. კიოლნის ქუჩებში ოფიციალური ანკარის პოლიტიკის წინააღმდეგ 10 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა.

დემონსტრანტების ნაწილს ხელში აკრძალული დროშები ეჭირა, რასაც პოლიციასთან მცირე დაპირისპირება მოჰყვა.

მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა სამართალდამცვლეთა ბრძანების შესრულებაზე უარი თქვეს, ძალოვანებმა მათ მსვლელობის გაგრძელების უფლება აღარ მისცეს.

ევროპის ქვეყნების ლიდერებს ანკარის ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდებდნენ პარიზის ქუჩებში გამოსული დემონსტრანტებიც.

დღის ამბები