21 დეკემბერი 2024,   20:12
ვრცლად
მინისტრი დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2017 წლის ანგარიშს დონორებს აცნობს

რა გაკეთდა გასულ წელს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ და როგორია სამომავლო
გეგმები - 2017 წლის ანგარიში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დონორი ორგანიზაციების წარმომდგენლებს გააცნო.

შეხვედრაზე ბოლო პერიოდში დონორი ორგანიზაციების ჩართულობით სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები განიხილეს, ისაუბრეს თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე.

2017 წელს დონორთა მხარდაჭერით დაცულ ტერიტორიებზე 9 საერთაშორისო პროექტი განხორციელდა, სხვადასხვა ტერიტორიებზე მოეწყო ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა და აშენდა ვიზიტორთა ცენტრები. 

დღის ამბები