კონგრესში დოლანდ ტრამპის სიტყვით გამოსვლამდე სამი დღით ადრე ვაშინგტონში პრეზიდენტის წინააღმდეგ სამი საპროტესტო აქცია გაიმართა.
დემონსტრანტების ნაწილი თეთრ სახლთან შეიკრიბა და ღია ცის ქვეშ ილოცა. ამ ფორმით მომიტინგეებმა დონალდ ტრამპის განკარგულებიდან ერთი წლისთავი აღნიშნეს, რომლის თანახმადაც, შვიდი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალათ.
პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვდნენ ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალთან შეკრებილი აქტივისტები. ასობით ადამიანი ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკასა და ჯანდაცვის რეფორმას აპროტესტებდა.
მესამე აქციის ორგანიზატორებმა კი დედაქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან პრეზიდენტის სასტუმროს მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს.