დონალდ ტრამპის მოკავშირემ, კაზინოების მაგნატმა, სტივ ვინმა, რესპუბლიკური პარტიის ნაციონალური კომიტეტის ფინანსური დირექტორის პოსტი დატოვა.
76 წლის მილიარდერს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ. ვინის გადაწყვეტილებაც, სავარაუდოდ, სწორედ ამ სკანდალს უკავშირდება.
სტატია სტივ ვინის მიმართ სექსუალური ბრალდებების შესახებ უოლ სტრით ჯორნალში გამოქვეყნდა.
გამოცემის ცნობით, ბიზნესმენი სისტემატურად სარგებლობდა საკუთარი სტატუსით და მასთან ერთად მომუშავე ქალებს სექსუალურად ავიწროვებდა.
ბრალდებებს თავად სტივ ვინი კატეგორიულად უარყოფს და მათ გავრცელებაში ყოფილ მეუღლეს ადანაშაულებს.