ვენეცია ყოველწლიურ კარნავალს მასპინძლობს. გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებით ქალაქის ერთ-ერთ არხში შთამბეჭდავი თეატრალიზებული სანახაობა მოეწყო.
წყლის შოუ ცირკის ელემენტებზე იყო აგებული, ორგანიზატორების შთაგონების წყარო კი ლეგენდარული იტალიელი რეჟისორი - ფედერიკო ფელინი, გახდა. წარმოდგენა სწორედ ფელინის ფილმების მუსიკით იყო გაფორმებული.
მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კარნავალი ვენეციაში 13 თებერვლამდე გაგრძელდება.
მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ქალაქის უძველესი სასახლეები გრანდიოზულ მეჯლისებს უმასპინძლებს, ასევე გაიმართება კონცერტები და გონდოლების აღლუმიც.