21 დეკემბერი 2024,   20:24
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტირების ლოზუნგით რუსეთში აქციები მიმდინარეობს

ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. გამოსვლების მთავარი ლოზუნგი 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტია.

აქციები რუსეთის 100-ზე მეტ ქალაქშია დაგეგმილი, თუმცა ხელისუფლებამ მოსკოვსა და პეტერბურგში მიტინგის ჩატარების სანქცია არ გასცა.

დედაქალაქში დილიდან უსაფრთხოების ზომებიც გააძლიერეს. სამართალდამცველებს ამ დროისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 40-ზე მეტი აქტივისტი ჰყავთ დაკავებული, მათ შორის ალექსეი ნავალნის მოძრაობის მოსკოვის ოფისებში.

ძალოვანებმა რეიდი ერთდროულად რამდენიმე ოფისში ჩაატარეს, მიზეზად კი აფეთქების საფრთხე დაასახელეს. სამართალდამცველებმა მოძრაობის შტაბბინაში მოწყობილი ტელესტუდიის მაუწყებლობაც გათიშეს. 

დღის ამბები