18 ივნისი 2024,   09:53
ვრცლად
არაადამიანური მოპყრობა წვევამდელების მიმართ - ბექა რუსიას ოჯახის წევრებს საგამოძიებო უწყებიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია

მუჟავას საგუშაგოზე მომსახურე წვევამდელების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტთან და მეთაურების დაუდევრობასთან დაკავშირებით ბექა რუსიას ოჯახის წევრებს საგამოძიებო უწყებიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, გახდება თუ არა დაღუპულის მობილურ ტელეფონში ნაპოვნი სკანდალური კადრები ახალი გამოძიების მიზეზი.

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მეთაურის პისტოლეტიდან მოკლული ბექა რუსიას მობილურ ტელეფონში აღმოჩენილ ვიდეო მასალაში ჩანს, თუ როგორ უსწორდება ფორმაში ჩაცმული მამაკაცი ერთ-ერთ წვევამდელს და შემდეგ ხევში აგდებს.

გარდა ამისა, ტელეფონში ინახება ფოტოებიც, სადაც ჯარისკაცები მეთაურის ტაბელური იარაღით პოზირებენ.

დღის ამბები