21 დეკემბერი 2024,   20:26
ვრცლად
გრემის რიგით მე-60 დაჯილდოვება - გრანდიოზულ შოუს რუსთავი2-ის მაყურებელი პირდაპირ ეთერში ნახავს

მუსიკალური სამყარო წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის ემზადება. დღეს საღამოს ნიუ-იორკი გრემის რიგით მე-60 დაჯილდოვების ცერემონიას უმასპინძლებს. 2003 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც შოუ ლოს ანჯელესში არ გაიმართება.

ცერემონიამდე ერთი დღით ადრე კი ნიუ-იორკში ტრადიციული გრემის წინა წვეულება გაიმართა, რომელის ორგანიზატორიც ცნობილი პროდიუსერი კლაივ დევისია. საღამოზე საპატიო ჯილდო ჯეი ზის გადასცეს. სიტყვით გამოსვლის დროს რეპერმა ხელოვნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გრემის დაჯილდოვების ცერემონიას რუსთავი2 პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

გრანდიოზული შოუ, რომელსაც ბრიტანელი მსახიობი ჯეიმს კორდენი გაუძღვება, თბილისის დროით, დილის 5-ის ნახევარზე დაიწყება.  

დღის ამბები