21 დეკემბერი 2024,   19:54
ვრცლად
გრემის დაჯილდოებაზე ვარსკვლავები, სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კამპანიის მხარდასაჭერად, თეთრი ვარდებით მივლენ

ნიუ-იორკი გრემის დაჯილდოების ცერემონიისთვის ემზადება. მედისონ სქვეარ გარდენის წინ უკვე გაშლილია წითელი ხალიჩა, რომელზეც რამდენიმე საათში მუსიკალური სამყაროს ყველაზე ცნობილი სახეები გაივლიან. ამერიკის ხმის ჩამწერი ეროვნული აკადემია საკუთარ რჩეულებს მესამოცედ დაასახელებს.

2003 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც შოუ ლოს ანჯელესში არ გაიმართება.

გავრცელებული ცნობით, არტისტები სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის მხარდასაჭერად ცერემონიაზე სიმბოლურად თეთრი ვარდებით მივლენ.

ცნობილია იმ შემსრულებელთა სიაც, რომლებიც აუდიტორიის განწყობაზე იზრუნებენ. გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე ელტონ ჯონი, იუ თუ, სტინგი, სემ სმიტი, რიანა, მაილი საირუსი და კიდევ არაერთი ვარსკვლავი იმღერებს.

მუსიკალური სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვან საღამოს რუსთავი2-ის მაყურებელი პირდაპირ ეთერში ნახავს. გრანდიოზული შოუ, რომელსაც ბრიტანელი მსახიობი ჯეიმს კორდენი გაუძღვება, თბილისის დროით, დილით 5-ის ნახევარზე დაიწყება.

ამავე თემაზე
დღის ამბები