21 დეკემბერი 2024,   20:06
ვრცლად
გლდანის მაცხოვრებლები სკვერში ბავშვთა გასართობი ცენტრის მშენებლობას აპროტესტებენ 

გლდანში, ბოჭორიშვილის ქუჩის დასაწყისში არსებულ სკვერში, ბავშვთა გასართობი ცენტრის მშენებლობას აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობა. მათ მხარდაჭერა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა გამოუცხადეს.

გლდანის გამგებლის ინფორმაციით, პრობლემის შესახებ ინფორმირებულია დედაქალაქის მერიც და საბოლოო გადაწყვეტილება სკვერში მშენებარე ობიექტთან დაკავშირებით, ხვალ გახდება ცნობილი.

„სკვერში რომ არ უნდა აშენდეს, ამაზე შეთანხმებულია დედაქალაქის მთავრობაც, გამგებელიც, კალაძეც დაპირებულია და იმედი მაქვს, რომ ამ შემორაგულს, რომელიც არის სკვერში ხვალიდან უკვე დაიწყებენ დემონტაჟს და აქ მშენებლობა არ იქნება. წარმოუდგენელია ნარმანიას პრაქტიკის გაგრძელება, სკვერებში მაღალ სართულიანი კორპუსების მშენებლობა, ხეების გაჩეხვა და ა.შ.“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები