21 დეკემბერი 2024,   19:43
ვრცლად
91 წლის ასაკში იკეას დამფუძნებელი, ინგვარ კამპრადი, გარდაიცვალა

91 წლის ასაკში იკეას დამფუძნებელი, ინგვარ კამპრადი, გარდაიცვალა. ის შვედეთის პროვინცია სმოლანდში, საკუთარ სახლში დაიღუპა.

კამპრადი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო. 2017 წლის შემოდგომაზე ბლუმბერგმა მისი ქონება 42 მილიარდ დოლარად შეაფასა.

ინგვარ კამპრადმა იკეა 17 წლის ასაკში დააფუძნა, თუმცა განსაკუთრებულ წარმატებას 1956 წელს მიაღწია, როდესაც კომპანიამ მომხმარებელს კომბინირებული ავეჯი და მაღაზია საწყობების სახით - ვაჭრობის ახალი ფორმა შესთავაზა. ამ დროისთვის მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში იკეას 400-მდე მაღაზია აქვს.

დღის ამბები