21 დეკემბერი 2024,   19:43
ვრცლად
P.S.-ში გასული რეპორტაჟის შემდეგ, სადაც მსჯავრდებული ნარკოტიკის ჩადებაზე საუბრობდა, მას ერთდროულად კიდევ სამი ბრალი წაუყენეს

მსჯავრდებული ბაგრატ ჯანუაშვილი სამართალდამცავებს ნარკოტიკი ჩადებაში ადანაშაულებს.

ის 2017 წლის 2 აგვისტოს ორთაჭალის ავტოსადგურზე ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. თავად ამბობს, რომ მას ნარკოტიკი არ ჰქონია და ის პოლიციელებმა ჩაუდეს.

ჯანუაშვილს ამის დამადასტურებლად რამდენიმე ფაქტი მოჰყავს, მათ შორის ხაზს უსვამს ბრალდების უარს ექსპერტიზის ჩატარებაზე. ასევე, საგამოძიებო მასალების მიხედვით ირკვეოდა, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ოპერატიულმა ჯგუფმა ქუთაისიდან თბილისში ჩასვლა და ჯანუაშვილი აყვანა საათნახევარში მოასწრო.

პოსტ სკრიპტუმმა აღნიშნულ საქმეზე რეპორტაჟი ერთხელ უკვე მოამზადა. ამის შემდეგ ჯანუაშვილს ერთმანეთის მიყოლებით სამ სხვადასხვა საქმეზე წაუყენეს ბრალი ისე, რომ სასამართლო პროცესები ერთ დღეს ერთმანეთის მიყოლებით გაიმართა. ის სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვაში და სახელმწიფო ბრალმდებლის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს.

ჯანუაშვილი მის მიმართ წარდგენილი სამი ბრალდებიდან არც ერთს არ აღიარებს და თავს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მსხვერპლად მიიჩნევს.

 

დღის ამბები