21 დეკემბერი 2024,   20:21
ვრცლად
ე.წ. "კანონიერი ქურდების" ინსტიტუტის პოპულარიზაცია და მოზარდები, რომლებიც სულ უფრო მეტად ინტერესდებიან კრიმინალური მენტალობით 

ერთ-ერთმა ქართველმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა, რომელსაც 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. ის  საქართველოში მოქმედ მუხლს ასაჩივრებს, რომელიც “ქურდული სამყაროს წევრობას“ გულისხმობს და რომელიც სასჯელს ითვალისწინებს,.

მისი აზრით, ეს მუხლი ბუნდოვანი ყოფილა და მისი მსგავსი კრიმინალები უსამართლოდ ისჯებიან.

ევროპულმა სასამართლო მსჯავრდებულის საჩივარს არ დაეთანხმა და  მუხლი ძალაში რჩება. შესაბამისად, ე.წ. "კანონიერი ქურდობა" საქართველოში კვლავ დასჯადია.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ბოლო დროს ე.წ. "კანონიერი ქურდის" ინსტიტუტი სულ უფრო ძლიერდება და  ქვეყანაში არსებულ ტენდენციებს მოზარდების მენტალიტეტი კარგად ასახავს. ბავშვებში სულ უფრო იზრდება სიმპათიები „კაი ბიჭების“ და ქუჩური სამართლის მიმართ - სულ უფრო მეტ ბიჭს უნდა ამ სამყაროს ნაწილი იყოს და სულ უფრო მეტ გოგოს მოსწონს სწორედ ასეთი ბიჭები. 

დღის ამბები