21 დეკემბერი 2024,   20:22
ვრცლად
6 წლის ბარბარე, რომელიც წელს ქვემოთ მოწყვეტილია, ოპერაციის ჩასატარებლად თურქეთში გაფრინდა

პატარა ბარბარე, რომელიც ხერხემლის თიაქრის დიაგნოზით დაიბადა და დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს, ორი დღის წინ, დედასთან ერთად, თურქეთში გაფრინდა.

ერთი კვირის წინ პოსტ სკრიპტუმის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც 6 წლის ბარბარეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იყო საუბარი. გარდა ამისა, საუბარი იყო რამდენიმე ათას დოლარზე, რომელიც უცხოეთში რთული ოპერაციის ჩასატარებლად იყო საჭირო. 

როგორც კი სიუჟეტი ეთერში გავიდა, გამოჩნდა იმდენი კეთილი ადამიანი, რომელმაც ბარბარეს დახმარება ისურვა, რომ ოჯახს არა მარტო ოპერაციისთვის, არამედ, ნაწილობრივ, რეაბილიტაციისთვის აუცილებელი თანხაც კი დაუგროვდა.

ამ ეტაპზე ბავშვი გამოიკვლიეს და მას საოპერაციოდ ამზადებენ, რომელიც ხვალ უნდა ჩაუტარდეს. თურქი სპეციალისტები გვპირდებიან, რომ, თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, სამშობლოში დაბრუნებული ბარბარე უკვე ყავარჯნების დახმარებით, საკუთარი ფეხით შეძლებს თვითმფრინავიდან ჩამოსვლას.

დღის ამბები