21 დეკემბერი 2024,   20:17
ვრცლად
მიხა ხელაშვილი - ფშავი სახალხო გმირის და პოეტის ტრაგიკული მკვლელობის და დაბადების თარიღს აღნიშნავს 

ფშავი სახალხო გმირის და პოეტის - მიხა ხელაშვილის, ტრაგიკული მკვლელობის და დაბადების თარიღს აღნიშნავს.  

ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და შეფიცულთა რაზმის წევრი, 25 წლის მიხა ხელაშვილი, 93 წლის წინ საკუთარ დაბადების დღეს 25 იანვარს მოკლეს. ამდენი წლის შემდეგ, ყოველ 25 იანვარს ჩარგალში, მიხა ხელაშვილის საფლავთან, უამრავი ადამიანი ადის.

საფლავზე, სადაც საბჭოთა ხელისუფლების შიშით ქვის დადებას 70 წლის განმავლობაში ვერავინ ბედავდა, დღეს უამრავი ადამიანი შეიკრიბა.

ფშაველები ყვებიან, რომ კომუნისტების მოწინააღმდეგე მიხას შეგნებულად მოუწყეს პროვოკაცია. პოლიციელებმა მისი რჩეულის, დედუნა ბაჩიაშვილის, ოჯახი ააწიოკეს და მიხას მაუზერი წაართვეს.

ფშაველები ამბობენ, რომ მიხა ხელაშვილის ხსოვნა ახალგაზრდებს სამშობლოს სიყვარულს უღვივებს და ახსენებს, რომ საკუთარ მიწა-წყალს მუდამ სჭირდება დაცვა.

 

 

ავტორი: თაკო მესხი

 

დღის ამბები