06 ოქტომბერი 2024,   10:36
ვრცლად
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გაათავისუფლეს

რამდენიმე საათიანი პატიმრობის შემდეგ რუსმა სამართალდამცველებმა ალექსეი ნავალნი გაათავისუფლეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პოლიციამ გუშინ დააკავა, როდესაც ის მის მიერვე ორგანიზებულ ამომრჩეველთა გაფიცვაზე მიდიოდა.

ალექსეი ნავალნის არასანქცირებული მიტინგის ორგანიზება ედება ბრალად. მისი ადვოკატის განცხადებით, ნავალნი სასამართლო სხდომაზე გამოცხადების პირობით გაათავისუფლეს.

სულ, რუსეთის მასშტაბით საპროტესტო აქციებზე 250-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. საპროტესტო გამოსვლების მთავარი ლოზუნგი 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტი იყო.

დღის ამბები