06 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
შეერთებულ შტატებში სროლას 5 ადამიანი ემსხვერპლა

5 ადამიანი ემსხვერპლა სროლას შეერთებულ შტატებში. შემთხვევა პენსილვანიის შტატის ქალაქ პიცბურგის მახლობლად, გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მათ ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან 30-მდე გასროლა გაიგონეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებს დაუკავშირდნენ.

პოლიციას ადგილზე 4 დაღუპული და 1 დაშავებული დახვდა, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

ამ დროისთვის სამართალდამცველებისთვის უცნობია მომხდარის დეტალები. მიმდინარეობს გამოძიება. 

დღის ამბები