06 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხე - დანია თავდაცვისთვის ბიუჯეტს ზრდის

რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხის გამო დანია თავდაცვისთვის ბიუჯეტს ზრდის. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. დანიის პრემიერმინისტრის განცხადებით, რუსეთის მხრიდან წამოსული საფრთხე რეალურია და ის დროთა განმავლობაში უფრო იზრდება.

დამატებითი თანხა კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად და საერთაშორისო ოპერაციების დასაფინანსებლად არის განკუთვნილი.

ასევე, იგეგმება 4 ათასი სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი ახალი სამხედრო ბრიგადის შექმნა, რომლის მთავარი ამოცანა, ბალტიის ზღვის რეგიონის დაცვა იქნება.

დღის ამბები