06 ოქტომბერი 2024,   10:35
ვრცლად
სირიის აფრინის რეგიონში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს

სირიის აფრინის რეგიონში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. თურქეთის სამხედრო ძალებმა სტრატეგიული ტერიტორიები დაიკავეს. გრძელდება საარტილერიო იერიშებიც.

ოფიციალური ანკარას ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციის შედეგად 484 მოწინააღმდეგე იყო ნეიტრალიზებული.

პარალელურად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეერთებულ შტატებს სამხედრო ძალების ქალაქ მემ-ბიჯი-დან გაყვანის აუცილებლობაზე ისაუბრა და ვაშინგტონს ქურთ მებრძოლების დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

დღის ამბები