06 ოქტომბერი 2024,   10:38
ვრცლად
მორიგი თავდასხმა მოხდა ავღანეთის დედაქალაქში

მორიგი თავდასხმა მოხდა ავღანეთის დედაქალაქში. ქაბულის სამხედრო აკადემიასთან მდებარე სამხედრო დანაყოფის შტაბის შესასვლელთან, 4-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, რის შემდეგაც შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელებსა და სამხედროებს შორის შეტაკების შედეგად სულ მცირე 3 ავღანელი ჯარისკაცი დაიჭრა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები