06 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
"გრემის" დაჯილდოების ცერემონია ნიუ იორკში - შოუს ტრიუმფატორი ბრუნო მარსი გახდა

ნიუ იორკში დღეს "გრემის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წელს შოუს ტრიუმფატორი ბრუნო მარსი გახდა. მომღრალმა 6 გრემი აიღო. მან წლის სიმღერისა და საუკეთესო ჩანაწერის კატეგორიაშიც გაიმარჯვა.

საუკეთესო რეპ შესრულებისთვის "გრემი" კენდრიკ ლამარს გადაეცა, მანვე აიღო ჯილდო საუკეთესო მუსიკალური ვიდეოსა და რეპ ალმობისთვის. მისი და რიანას დუეტი კი, საუკეთესო კოლაბორაციად დასახელდა.

საუკეთესო პოპ სოლო შესრულებად ედ შირანის ჰიტი აღიარეს, მასვე გადაეცა "გრემი" საუკეთესო პოპ ალბომისთვის. წლის აღმოჩენა, "გრემიზე" ალისია კარა გახდა.

"გრემის" საიუბილეო, მე-60 დაჯილდოების ცერემონიას ლოს ანჯელესის ნაცვლად, წელს ნიუ იორკმა უმასპინძლა. უკვე ზედიზედ მეორედ ღონისძიებას ბრიტანელი მსახიობი ჯეიმს კორდენი უძღვებოდა.

დღის ამბები