06 ოქტომბერი 2024,   10:35
ვრცლად
წყალდიდობა პარიზში - მდინარე სენაში წყლის დონემ პიკს მიაღწია

წყალდიდობა პარიზში - მდინარე სენაში წყლის დონემ პიკს მიაღწია. საფრანგეთის დედაქალაქსა და მის შემოგარენში 1500-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. გარეუბნებში დატბორილია საცხოვრებელი სახლები.

ათასზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. პარიზში წყალმა სანაპიროსთან ახლოს მდებარე ქუჩები და პარკები დაფარა.

მდინარე სენაში წყლის დონე თითქმის 6 მეტრია.

დღის ამბები