06 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილე თანამდებობიდან გადადგა

შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილე, რომელსაც დონალდ ტრამპი მის მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულების მიზეზით აკრიტიკებდა, თანამდებობიდან გადადგა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტრამპის კრემლთან შესაძლო კავშირების გამოძიების ფონზე, ენდრიუ მაკ კეიბზე ზეწოლა მიმდინარეობდა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი მისი გადადგომის მოთხოვნით გამოვიდოდა, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა.

ტრამპის აზრით, FBI-ის დირექტორის მოადგილეს მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა, რაც ე.წ. "რუსული საქმის" გამოძიებაზე გავლენას მოახდენდა. 

დღის ამბები