06 ოქტომბერი 2024,   10:33
ვრცლად
ისრაელი მზადაა ნებისმიერ სამხედრო ძალას დაუპირისპირდეს, რომელსაც სახელმწიფოზე თავდასხმის მცდელობა ექნება - ნეთანიაჰუ

ისრაელი მზადაა ნებისმიერ სამხედრო ძალას დაუპირისპირდეს, რომელსაც სახელმწიფოზე თავდასხმის მცდელობა ექნება. განცხადება ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, მოსკოვში ვიზიტის დროს გააკეთა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვლადიმერ პუტინთან ერთად ებრაული მუზეუმი მოინახულა, სადაც სიტყვით გამოსვლისას, ქვეყნის მთავარ ოპონენტად ირანი დაასახელა.

მისი თქმით, ოფიციალური თეირანი, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს განადგურებით ღიად ემუქრება, წარმატებას ვერ მიაღწევს.

დღის ამბები