06 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
თეთრი სახლი FBI-ის დირექტორის მოადგილის გადადგომასთან დონალდ ტრამპის კავშირს უარყოფს

თეთრი სახლი FBI-ის დირექტორის მოადგილის გადადგომასთან დონალდ ტრამპის კავშირს უარყოფს. სარა სანდერსის თქმით, ენდრიუ მაკკეიბმა თანამდებობის დატოვება თავად გადაწყვიტა და ამ პროცესში დონალდ ტრამპი საერთოდ არ ჩარეულა.

განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპიკერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკულმა მედიამ მაკკეიბის გადადგომა პრეზიდენტის ბრალდებებს დაუკავშირა. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ დონალდ ტრამპი FBI-ის დირექტორის მოადგილეს მის მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ მაკკეიბი ჰილარი კლინტონის მომხრე იყო.

მედიის ინფორმაციით, ტრამპის კრემლთან შესაძლო კავშირების გამოძიების ფონზე, ენდრიუ მაკკეიბზე ზეწოლა მიმდინარეობდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი მის გადადგომას მოითხოვდა, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა.

დღის ამბები