06 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულმა სანქციებმა მოსკოვს მილიარდობით დოლარი დააკარგვინა

რუსეთის წინააღმდეგ უკვე ამოქმედებულმა სანქციებმა მოსკოვს მილიარდობით დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა. მოქმედი სანქციების შედეგები შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაჯამა.

რექს ტილერსონის უწყებაში აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა რუსეთის თავდაცვის წარმოებას მილიარდობით დოლარის ღირებულების კონტრაქტები დააკარგვინა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციების ფონზე ბევრმა ქვეყანამ რუსეთისგან იარაღის შეძენაზე უარი თქვა და არსებული შეკვეთებიც გააუქმა.

სახელმწიფო დეპარტამენტში ისიც განაცხადეს, რომ უწყება მზად არის წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაუწესოს სანქციები ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც რუსეთის თავდაცვით და სადაზვერვო ორგანიზაციებთან ბიზნესს აწარმოებს.

ეს ოქტომბერში მიღებულ სანქციების შესახებ კანონის ამოქმედების საფუძველზე მოხდება. 

დღის ამბები